cialis online
online pharmacy
generic viagra
buy cialis online
cialis online
buy cialis online

ცხელი ცნობები

25 მარტს, დღის 3 საათზე, საერთაშორისო ასოციაცია ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ატარებს  მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსს - ,,ეკონომიკური
ასპარეზი“.
მიიღე მონაწილეობა საერთაშორისო ეკონომიკურ კონკურსში, გაიმარჯვე და მოიპოვე ,,ჯუნიორ ეკონომისტის“ ტიტული!

25 მარტს, დღის 3 საათზე, საერთაშორისო ასოციაცია ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ ატარებს  მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსს - ,,ეკონომიკური ასპარეზი“

მიიღე მონაწილეობა საერთაშორისო ეკონომიკურ კონკურსში, გაიმარჯვე და მოიპოვე ,,ჯუნიორ ეკონომისტის“ ტიტული!

,,ეკონომიკური  ასპარეზი“

ძვირფასო უფროსკლასელებო!
 
      საერთაშორისო ასოციაციებმა  ,,ბალავარმა“ და  ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მათემატიკურ ,,კენგურუსთან“ ერთად  მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო შეჯიბრში  ,,ეკონომიკური ასპარეზი“.

       გაცნობებთ, რომ  ,,Junior Achivement Worldwide” არის უძველესი და უმსხვილესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომლის მისიაა სამეწარმეო განათლების გავრცელება ახალგაზრდებში; მისი პრაქტიკული პროგრამები მსოფლიოს 122 ქვეყნის უფროსკლასელ მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ სკოლაში მიღებული ეკონომიკური განათლება რეალურ ცხოვრებაში.

       ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“(,,Junior Achivement Georgia), რომელიც არის ,,J A Worldwide”-ის პროგრამების გამავრცელებელი საქართველოში, დაფუძნდა 2003 წელს და წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ-საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორებიცაა: ,,გამოყენებითი ეკონომიკა“, ,,ბიზნეს ეთიკა“, ,,მენეჯმენტისა და ეკონომიკის სიმულაციური სავარჯიშოები“, ,,სამუშაო@უნარები“ და სხვა.

ჩვენო მეგობარო!

      თუ ხარ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი შეგიძლია მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეჯიბრში  ,,ეკონომიკური ასპარეზი“. დარეგისტრირდი  დღესვე ამ (ასოციაცია ,,ბალავარის“) ვებსაიტზე; კონკურსში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი, მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებ საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუშიც“ , მაშინ ეკონომიკურ კონკურსზე მონაწილეობის საფასური მხოლოდ 5 ლარი გახდება!

      ამრიგად, 15 ლარად  ორ საერთაშორისო კონკურსში მიიღებ მონაწილეობას!
      ჩაერთე, გაიმარჯვე და  მოიპოვე  ,,ჯუნიორ ეკონომისტის“  ტიტული!

       საერთაშორისო კონკურსი ,,ეკონომიკური ასპარეზი“  ჩატარდება 25 მარტს, დღის 3 საათზე, იმავე შენობაში სადაც ,,კენგურუ“. რეგისტრაცია იწარმოებს  8  მარტიდან  22 მარტის ჩათვლით

       დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკე: 238 36 76 ან 577 995 558


კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაციის პროცედურა 


კონკურსში მონაწილეობის დასარეგისტრირებლად  საჭიროა:

  1. გადაიხადოთ კონკურსის მონაწილის საფასური - 10 ლარი(ან 5 ლარი იმ შემთხვევაში, თუ ორ კონკურსში იღებთ მონაწილეობას) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის რეკვიზიტები:

    მიმღების ბანკი:             სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“;
    ბანკის კოდი:
                     BAGAGE22
    მიმღების დასახელება:
    ა(ა)იპ ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია- ბალავარი“
    მიმღების ანგარიშის ნომერი:
    GE40BG0000000617602000

    აუცილებელია  ბანკის ოპერატორმა დააფიქსიროს შემდეგი მონაცემები:
    მოსწავლის გვარი, სახელი, სკოლა, კლასი და კონკურსის დასახელება.
  2. კონკურსში დარეგისტრირება განხორციელდება მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით, კერძოდ, დააჭირეთ თითი  (ნახატი) ფანჯარას და ზუსტად და სრულყოფილად შეავსეთ ამ გვერდზე მოცემული ყველა ველი. შევსების შემდეგ გადაამოწმეთ მონაცემების სიზუსტე და დააჭირეთ თითი ღილაკს - რეგისტრაცია, რის შემდეგაც პასუხად მიიღებთ ინფორმაციას რეგისტრაციის წარმატებით გავლის შესახებ.
  3. არაუგვიანეს 24 მარტის 17 საათისა , თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ მონაწილის საშვს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: 
    როდის და სად ჩატრდება კონკურსი; ასევე თქვენი სამუშაო ადგილი იმ შენობაში, სადაც ჩატარდება კონკურსი; კონკურსზე გამოცხადების  დრო და კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი წესები.
  4. თუ თქვენ მე-3 პუნქტში მითითებულ დროში ვერ მიიღებთ მონაწილის საშვს, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ასოციაციის მთავარ ოფისს (24 მარტს, ცხელ ამბებში მითითებული იქნება დამატებითი ტელეფონის ნომრე-ბი).

 

გისურვებთ წარმატებებთ!