buy cialis online
buy viagra
buy viagra
buy viagra online
cialis online
cialis online

ცხელი ცნობები

25 მარტს, დღის 12 საათზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ჩატარდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მსოფლიოში ყველაზე მასობრივი ინტელექტუალური კონკურსი ,,კენგურუ“.

შეუერთდი მსოფლიოს თანატოლებს!

კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია მთავრდება 22 მარტს!

 

 

                                                                     ზოგი  რამ  ,,კენგურუს"  შესახებ
     მსოფლიოში კონკურს ,,კენგურუს“ მთავარი ორგანიზატორია ევროსაბჭოს მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Kangourou Sans Frontieres”, ხოლო საქართველოში კონკურსის ექსკლუზიური ორგანიზატორია ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია ბალავარი“.
     საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი ,,კენგურუ2007 წელს შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მასობრივი ინტელექტუალური კონკურსი მსოფლიოში; გასულ წელს მასში მონაწილეობა მიიღო 6 მილიონამდე მოსწავლემ 52  ქვეყნიდან, მიმდინარე  წლის მარტში კი ,,კენგურუში“ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 60  ქვეყანა.
   კონკურს ,,კენგურუში“ მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი ან სპეციალური ფუნდამენტური მომზადება მათემატიკაში. კონკურს ,,კენგურუს“ დევიზია: ,,Math Pour Tous” (,,მათემატიკა - ყველასათვის“). კონკურსში გარკვეული წარმატების მისაღწევად საკმარისია სხარტი, ნათელი გონება და გარკვეული დონის მათემატიკური უნარ-ჩვევები.
       ,,კენგურუ“  წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს, მარტის ბოლოს, ტარდება.
 
   ყველა ქვეყანაში ,,კენგურუს“ მონაწილეებს (ასაკის მიხედვით) ერთი და იგივე ტესტური დავალებანი ეძლევათ. ამოცანების შერჩევა ხორციელდება თანამედროვე მსოფლიოს გამოჩენილ მათემატიკოსთა მიერ, ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებზე.
   საერთაშორისო კონკურს ,,კენგურუს“ ყველა მონაწილე იღებს სერტიფიკატს, მაღალქულიანი მონაწილეები - საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ საჩუქრებს, გამარჯვებული მაღალქულიანები კი ევროპის (საფრანგეთის, პოლონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის) ზაფხულის საერთაშორისო ბანაკების საგზურებს.
   კონკურს ,,კენგურუში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-3-დან მე-12 კლასის ჩათვლით საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს.

    კონკურსი ფასიანია, მონაწილეობის საფასური არის 10 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რომელიც უკვე დაწყებულია და მთავრდება 22 მარტს!


კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაციის პროცედურა 

კონკურსში მონაწილეობის დასარეგისტრირებლად  საჭიროა:
  1. გადაიხადოთ კონკურსის მონაწილის საფასური - 10 ლარი საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის რეკვიზიტები:
    მიმღების ბანკი:             სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“;
    ბანკის კოდი:                  BAGAGE22
    მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია- ბალავარი“
    მიმღების ანგარიშის ნომერი: GE40BG0000000617602000
    აუცილებელია  ბანკის ოპერატორმა დააფიქსიროს შემდეგი მონაცემები:
    მოსწავლის გვარი, სახელი, სკოლა, კლასი და კონკურსის დასახელება.
     
  2. კონკურსში დარეგისტრირება განხორციელდება მხოლოდ ამ საიტის მეშვეობით, კერძოდ, დააჭირეთ თითი ფანჯარას - ,,კენგურუ", ზუსტად და სრულყოფილად შეავსეთ ამ გვერდზე მოცემული ყველა ველი. შევსების შემდეგ გადაამოწმეთ მონაცემების სიზუსტე და დააჭირეთ თითი ღილაკს - რეგისტრაცია, რის შემდეგაც პასუხად მიიღებთ ინფორმაციას რეგისტრაციის წარმატებით გავლის შესახებ.
     
  3. არაუგვიანეს 24 მარტის 17 საათისა , თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ მონაწილის საშვს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: როდის და სად ჩატრდება კონკურსი; ასევე თქვენი სამუშაო ადგილი იმ შენობაში, სადაც ჩატარდება კონკურსი; კონკურსზე გამოცხადების  დრო და კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი წესები.
     
  4. თუ თქვენ მე-3 პუნქტში მითითებულ დროში ვერ მიიღებთ მონაწილის საშვს, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ასოციაციის მთავარ ოფისს (24 მარტს, ცხელ ამბებში მითითებული იქნება დამატებითი ტელეფონის ნომრები).

გისურვებთ წარმატებებს!