ცხელი ამბები
02 მაისი 2017
საერთაშორისო პროექტი Le-Math
მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ დაიწყო ევროკავშირის ინოვაციური პროექტის -
Le-Math-ის განხორციელება! ეს პროექტი თავის მხრივ ოთხ
საერთაშორისო კონკურსს ( MATHeatre Europe Competition,
MATHFactor Europe Competition, MATHPoster Europe Competition,
MATHPresentation Europe Competition) მოიცავს.
2014-2015 სასწავლო წელს ამ პროექტში საქართველომ პირველად
მიიღო მონაწილეობა და ევროპის ფინალურ ტურზე გუნდური
პირველი ადგილი დაიკავა!
მიმდინარე წელს პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი
სიახლით ხორციელდება - პროექტში მონაწილე მასწავლებლებს
დამატებითი კრედიტქულების დაგროვების საშუალება მიეცემათ!
დაწყებულია მასწავლებელთა ტრენინგი ორი ახალი ევროპული
მეთოდოლოგიის: ,,მათემატიკის სწავლება ახალი საკომუნიკაციო
ფაქტორების გამოყენებით".
აქვე გაცნობებთ, რომ ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერი საგნის
მასწავლებელს შეუძლია!
პროექტში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა იჩქარეთ
დარეგისტრირება, რადგან ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა
შეზღუდულია!
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სპეციალური
ფორმა, რომელსაც ქვემოთ იხილავთ(ვისაც სურს ფორმა
Word-ის ფორმატში, ელ-ფოსტით გავუგზავნით).
გაეცანით ქვემოთ წარმოდგენილ დოკუმენტებს და
დაგვიკავშირდით.
ინფორმაცია პროექტ Le-Math-ის შესახებ:
განმარტებითი ბარათი კრედიტქულებთან:
სარეგისტრაციო ფორმა:
EuroMath 2015-ის შედეგები:
მიღება პრემიერ-მინისტრთან:
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები მოცემულია
Info Le.Math-ის მე-5 გვერდზე.