generic cialis
viagra for sale
buy viagra online
cialis online
buy viagra online
viagra for sale

ცხელი ამბები

კითხვა-პასუხი  საერთაშორისო კონკურს ,,ლინგვისტ კენგურუზე"

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ   ქვემოთ წარმოდგე­ნილ კითხვა-პასუხებს:

1. რომელ საგანში ტარდება საერთაშორისო კონკურსი ,,ლინგვისტ კენგურუ"?

- ინგლისურ ენაში.

2. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ,,ლინგვისტ კენგურუში"?

- ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს  მე-3-დან მე-12 კლასების   ჩათვლით.

3. როდის ჩატარდება ,,ლინგვისტ კენგურუ"?

- 16 მაის, 12 საათზე.

4. სად ჩატარდება ,,ლინგვისტ კენგურუ"?

- თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, კერძოდ:

ქუთაისში, ბათუმში, ლანჩხუთში, წალენჯიხაში, ჭიათურაში, თელავში, ხაშურში,

ბოლნისში, ახალქალაქში, საგარეჯოში, წალკაში;  დასაშვებია კონკურსის ჩატარება

სხვა რაიონებშიც, სადაც მონაწილეთა რაოდენობა მიაღწევს 80-ს.

შენიშვნა: იმ რაიონებში, სადაც მონაწილეთა რაოდე­ნობა არ მიაღწევს 80-ს და მოს-

წავლეებს  უკვე გადახ­დილი ექნებათ თანხა, ორ ვარიანტს ვთავაზობთ:

ა) კონკურსში მონაწილეობა მიიღონ მეზობელ რაიონში (ნამდვილად ღირს ,,ლინ­გვისტ

კენგუ­რუში" მონაწილეობის მისაღებად მეზობელ რაიონში გამგზავრება!);

ბ) თუ ,,ა“ პუნქტში მოცემული პირობა არ მოგწონთ,  მაშინ გადახდილი თანხა  აუცილებ-

ლად დაგიბრუნდებათ, რისთვისაც ანგარიშის ნომერი უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით.

5. რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, მსურველმა გადაიხადოს სარეგისტრა-

ციო  შესატანი 15 ლარი(ქვემოთ იხილეთ ბანკის რეკვიზიტები) და შემდეგ აუცილებლად

გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვრედზე(დამატებითი ცნობები იხილეთ ქვემოთ).

6. როდის იწარმოებს ,,ლინგვისტ კენგურუს" რეგისტრაცია?

-კონკურსზე რეგისტრაცია 14 მაისის ჩათვლით გრძელდება.

7. რამდენი ტურია ,,ლინგვისტ კენგურუში"?

- მხოლოდ ერთი - სწორედ ამ ტურში ვლიდებიან გამარჯვებულები კატეგორიების

  (კლასების)  მიხედვით!

8. რამდენი ლარია სარეგისტრაციო გადასახადი?

- 15(თხუთმეტი) ლარი.

9. რა არის გამარჯვებულთა მთავარი ჯილდო?

- საერთაშორისო სტანდარტებით გამარჯვებული მონაწილე(12 წლის ასაკიდან)

ჯილდოვდება ევროპის ზაფხულის საერთაშორისო ბანაკის საგზურით!

  დამატებითი ცნობები რეგისტრაციის შესახებ:

- ბანკში თანხის გადახდის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს

საიტზე.  წესები იხილეთ ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე ლინკში ,,რეგისტრაციის წესები“;

თუ სარეგის­ტრა­ციო ველების შევსებისა და სარეგისტრაციო ღილაკზე თი­თის დაჭერის

შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას:  ,,თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია", არ შეიტა-

ნოთ ეჭვი მის სისწორეში, არ გაიაროთ რეგისტრაცია ხელმეორედ!

ამასთანავე, გაითვალისწინ: დარეგისტრირებული მონაწილეები დამატებით შეტყო-

ბინებას კონკურსის ჩატარების თარიღის, დროის ან ჩატარების ადგილის შესახებ არ მიი-

ღებენ არც ელ-ფოსტით და არც SMS-ის საშუალებით.  ინფოარმაციას ასეთ საკითხებზე

იხილავთ ჩვენს ვებ გვერდზე.

კონ­კურ­სზე მონაწილეთა დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი ბანკის ქვითარი იქნება!

თბილისელმა მოსწავლეებმა ბანკის ქვითრის უკანა მხარეს ჩაწერეთ:

საბაზო სკოლის მისამართი(ანუ იმ სკოლის მისამართი, სადაც ჩატარდება კონკურსი) და

ინფორმაცია კონკურსზე თქვენი სამუშაო ადგილის შესახებ(სართული შენობაში და საკლასო

ოთახის ნომერი). ამ ინფორმაციას თბილისელი მოსწავლეები გაეცნო­ბი­ან  არაუგვიანეს 15

მაისი­სა,  ,,მონაწილეთა განთავსების გრაფიკში".

სხვა ქალაქებისა და რაიონების მოსწავლეებმა ბანკის ქვითრის უკანა მხარეს ჩაწერეთ:

მხოლოდ საბაზო სკოლის მისამართი, სადაც ჩატარდება კონკურსი.

ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, თქვენ არაუგვიანეს 14 მაისისა, მიიღებთ ინფორმაციას საბაზო

სკო­ლის მისამართის შესახებ.

გთხოვთ,  დროულად გაიაროთ რეგისტრაცია, რადგან იგი 14 მაისს მთავრდება!

ძვირფასო  ბავშვებო, ახალგაზრდებო, პედაგოგებო,

გადაეცით ,,ლინგვისტ კენგურუს“  შესახებ  ინფორმაცია თქვენს  თანაკლასელებს, თანასკო-

ლე­ლე­ბ­სა და ნაცნობებს,  ,,დაალაიქეთ“ ფეისბუქზე, რადგან, რაც მეტი იქნება კონკურსის

მონაწილე, მით უფრო  იზრდება  ევროპის  ზაფხულის საერთაშო­რი­სო  ბანაკებში  დამა­ტე-

ბითი  ადგილები  საქართველოს  გუნდისათვის!

ასოციაცია ,,ბალავარის" საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი - BAGAGE22

მიმღების დასახელება - ()იპ ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია - ალავარი"

მიმღების ანგარიშის ნომერი - GE40BG0000000617602000

საიდენტიფიკაციო კოდი - 400040497

www.balavarigeorgia.ge

E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

T: (032) 238 35 05 // 577 54 73 55 // 574 10 62 33