generic viagra
generic viagra
buy viagra online
viagra for sale
cheap viagra
online pharmacy

ცხელი ამბები

საერთაშორისო კონკურსი ინგლისურ ენაში - ,,ლინგვისტ კენგურუ"

 

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაცნობებთ, რომ დაწყებულია რეგისტრაცია ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კონკურსზე 

ინგლისურ ენაში - ,,ლინგვისტ კენგურუზე", რომელიც 2 მაისს ჩატარდება.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაკლიკეთ ქვემოთ

ინფორმაცია ლინგვისტ კენგურუ"-2015-ზე.

იჩქარეთ, ,,ლინგვისტ კენგურუზე" რეგისტრაცია 29 აპრილს მთავრდება!

ინგლისურ ენაში რეგისტრაციის წესები მათემატიკურ კონკურსზე დარეგისტრირების

წესების ანალოგიურია, რომლესაც იხილავთ მთავარ გვერდზე ლინკში -

- ,,რეგისტრაციის წესები".

გთხოვთ, თუ მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით, თქვენ, ჩვენი ვებ გვერდის

საშუალებით, ვერ შეძლებთ  თქვენი შედეგების გაცნობას ,,ლინგვისტ კენგურუზე",

ასევე - არ გადმოგეცემათ სერტიფიკატები, აუცილებლად მოგვმართეთ დროულად!

აქვე იხილეთ ჩვენი ასოციაციის წარმატებული პროექტი:

http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=406&info_id=48378

https://www.facebook.com/media/set/?set=a.835216603236084.1073743142.373058439451905&type=1

 

საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუს" მონაწილეებს!

ვიმედოვნებთ, ,,კენგურუს" ტესტების შესავალში წაიკითხეთ, რომ სწორი პასუხები

22 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო კონკურსის შედეგები - მაისის ბოლოს; ეს განპირო-

ბებულია იმით, რომ ,,კენგურუ" მსოფლიო კონკურსია და ყველა მონაწილე ქვეყანა

ვალდებულოა დაიცვას საერთაშორისო წესები.

აქვე იმასაც დავსძენთ, რომ კონკურსზე დარეგისტრირებულმა რამდენიმე მოსწავლემ  

თუ მშობელმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ კონკურსის ჩატარების დრო, რის გამოც

ვერ მიიღეს კონკურსში მონაწილეობა. ნუ გვიწყენთ, მეგობრებო, მაგრამ ეს თქვენი

ბრალია, რამეთუ 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 19 მარტამდე ინფორმაცია

,,კენგურუს" ჩატარების დროის შესახებ შვიდჯერ იყო გამოქვეყნებული; ჩვენს საიტზე

დადებულ ყოველ დოკუმენტში გარკვევით ეწერა ამის შესახებ.


                                ასოციაცია ,,ბალავარის" ადმინისტრაცია