online pharmacy
generic cialis
online pharmacy
cialis online
viagra online
cheap viagra

სიახლეები

ევროკავშირის პროექტის - ,,ვუერთდებით ევროპას!"- კონკურსების  შედეგები

 

 

შედეგები

                                      ევროკავშირის პროექტის მონაწილეებს!

ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო,

გილოცავთ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო

საგანმანათლებლო ღონისძიების წარმატებით დასრულებას!

ცნობილია, რომ ინოვაციურ ევროპულ კონკურსებში Matheatre-ში, MathFactor-ში,

MathPoster-სა და  MathPresentation-ში ყოველი თქვენგანი დიდი ენთუზიაზმითა

და ხალისით მონაწილეობდა, რაც ფრიად სასიამოვნოა.

ვიმედოვნებთ, რომ ამიერიდან თქვენ ხშირად დადგამთ მათემატიკურ სპექტაკლებს

თქვენს კლასებში, სადაც სცენარისტები, რეჟისორები, მხატვრები და მსახიობები

მოსწავლეები იქნება; იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინოვაციაში აქტიურად

ჩაერთვებიან ის მოსწავლეებიც, რომლებსაც აქამდე არ უყვარდათ მათემატიკა, ამ

მეთოდიკებით მათ გაუადვილდებათ ამ რთული საგნის შესწავლა!

ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, ახალგაზრდებო! გული არ დაგწყდეთ თუ რომელიმე

თქვენგანს არ გაუმართლა და სასურველი ადგილი ვერ მოიპოვა! ეს ხომ კონკურსები

იყო და კონკურსებში ყველა ვერ გაიმარჯვებს, თანაც, ეს  პირველი ცდა გახლდათ!

მომავალში აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს, თუ ამიერიდან რეგულარუ-

ლად მიმართავთ სწავლა/სწავლების ამ ევროპულ მეთოდებს!

აქვე დავსძენთ, რომ პროექტის ყოველი მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ბევრი

თქვენგანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახის დიპლომებით(მათს ელექტრონულ

ვერსიას თქვენ უახლოეს მომავალში მიიღებთ); 

კონკურსებში პირველ ადგილებზე გასულ ზოგიერთ მონაწილეს კი, შანსი მიეცემა

მონაწილეობა მიიღოს ევროპის ფინალურ ტურში; ასევე დაჯილდოვდებიან

აქტიური სკოლები, მასწავლებლები, რაიონის სპიკერები და რესურსცენტრები

თებერვლის ბოლოს, ჩვენ ვგეგმავთ დიდი დათვალიერების ჩატარებას, სადაც

მოგეცემათ საშუალება ფართო აუდიტორიას აჩვენოთ თქვენი შემოქმედება.

ასე რომ, ყველაფერი წინაა!

მომავალ შეხვედრამდე!