buy viagra
buy viagra
buy cialis online
buy viagra online
viagra online
buy viagra online

სიახლეები

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, სკოლებს, პედაგოგებს!   NEW

 

 

 ძვირფასო ქალბატონო/ბატონო,

ევროკავშირის პროექტის - Le-MATH ,,ვუერთდებით ევროპას!"- განრიგით, 7 ნოემბერს,

დავიწყეთ ვებინარების ჩატარება, სადაც მასწავლებელთათვის უნდა მიგვეწოდებინა

პრო­ექტის პილოტირებისათვის საჭირო უფრო ვრცელიინფორმაციები, ვიდრე ევრო­კავ-

შირის დოკუმენტებშია მოცემული; მაგრამ სამდღიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ

განრიგით გათვალისწინებული 478 სკოლიდან ვებინარში მონაწილეობის მიღება მხო­ლოდ

14-მა სკოლამ  შეძლო.ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ საჯარო სკოლების

აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან ,,სუსტი" ინტერნეტი აქვს; თითქმის იგივე სიტუაციაა

კერძო სკოლებშიც.

 
ზემოაღნიშნულის გამო, ასოციაციამ ცვლილება შეიტანა სკოლებთან კომუნიკაციის ფორმა­ში -

ინფორმაცია, რომელიც უნდა გადაგვეცა ვებინარზე, ჩავწერეთვიდეო რგოლზე, თანაც, ამ

შემთხვევაში, მასწავლებლები შეძლებენ ბევრად უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას.

 
ვიდეო რგოლი და სხვა მრავალი ახალი ინფორმაცია დღეს, 2  საათზე, გამოქვეყნდება

,,ბალავარის" საიტზე;
ძვირფასო ქალბატონო/ბატონო, გთხოვთ, ეს ინფორმაცია გადასცეთ თქვენი რაიონის სკო­ლების

დირექტორებს და მოუწოდოთ უფრო აქტიურად იღვაწონ ევროკავშირის პროექტში -

Le-MATH ,,ვუერთდებით ევროპას!"- მონაწილეობის მისაღებად.

ასოციაცია ,,ბალავარის" ადმინისტრაცია