cialis online
online pharmacy
cialis online
generic viagra
cialis online
generic viagra

ცხელი ამბები

საერთაშორისო კონკურსების მონაწილეთა საყურადღებოდ!

 

                                     საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულები

საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი ,,კენგურუ“

II-IV კლასებში გამარჯვებულად ითვლებიან ის მონაწილეები, რომლებმაც დააგროვეს 96 ქულა;

V-XII კლასებში გამარჯვებულად ითვლებიან ის მონაწილეები, რომლებმაც დააგროვეს 120 ქულა;

საერთაშორისო კონკურსი ინგლისურ ენაში ,,ლინგვისტ კენგურუ“

III-IV კლასებში გამარჯვებულად ითვლებიან ის  მონაწილეები, რომლებმაც დააგროვეს 149 ქულა;

V-XII კლასებში გამარჯვებულად ითვლებიან ის  მონაწილეები, რომლებმაც დააგროვეს 200 ქულა;

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს საერთაშორისო კონკურსების მონა-

წი­ლეთა შედეგები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლებში, ამიტომ ჩვენმა ასო­ციაციამ საჩუქრების გაცემის დასაშვები ბარიერი დასწია და იმ მონაწილეებს ასაჩუქ­რებს, რომლებმაც ტესტურ დავალებათა 80% დასძლიეს.

 

საერთაშორისო კონკურსების მონაწილეთათვის საჩუქრების გაცემის მარეგულირე­ბელი ცხრილი (დააწკაპუნეთ)

რაც შეეხება სერტიფიკატებისა და საჩუქრების გაცემის თარიღს:

მოგეხსენებათ,  ,,ლინგვისტ კენგურუს“  75-მა მონაწილემ პასუხების ბლანკები  უყუ­რადღებოდ შეავსო, რის გამოც  3  დღით  დაგვია­ნდა  შედეგების შეჯამება. ამას, ცხა­დია, თავისთავად მოყვება საჩუქრების გაცემის თარიღის გადაწევაც (ჩვენ მხოლოდ შედეგების შეჯამების შემდეგ შეგვიძლია საჩუქრების შეძენა).

18 ივნისს გამოცხადდება თარიღი და ადგილი, სადაც თბილისელ მოსწავლეებს შეეძლებათ სერტიფიკატების მიღება; იქვე იქნება ინფორმაცია რაიონების შესახებ.

 

ზაფხულის  ბანაკების  საგზურების  გაცემის წესი

საერთაშორისო კონკურსების წესებით, ევროპის ზაფხულის ბანაკების საგზურები

საჩუქრად გადაეცემათ მხოლოდ კონკურსებში გამარჯვებულ VI-XII კლასების მონა­წილეებს (შენიშვნა:VI კლასის მოსწავლე უნდა იყოს 12 წლის).

საქართველოში საერ­თა­შორისო კონკურსების მონაწილენი უმაღლეს ქულას იშვია­თად აგროვებენ. ამიტომ რუმინეთის ბანაკის ორგანიზატო­რებ­­თან შეთანხმე­ბით, ჩვე­ნი  ასოციაცია უშვებს გამო­ნაკლისს და I ადგილზე გასულ 5 მაღალქულოსან მოს­წავ­ლეს საჩუქრად გადას­ცემს რუმინეთის ბანაკის საგზურს, ხოლო I, II ადგილზე გასულ იმ მონაწილეებს, რომელთა მიერ დაგროვებული ქულა უფრო დაბალია(ვიდრე 5 მოს­წავლისა), შესთავაზებს  დანარჩენი  ქვეყნების (საფრანგეთის, ბულგარეთის, პო­ლო­­ნე­თის, კვიპროსის) საგზურებს  თანადაფინანსებით.