buy viagra online
generic cialis
generic viagra
generic viagra
buy viagra
buy viagra
keyhealthplans.com

ცხელი ამბები

29 აპრილს, დღის 12 საათზე,  ჩატარდება საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი ,,კენგურუ" მეორეკლასელთათვის, ხოლო დღის 2 საათზე - საერთაშორისო კონკურსი ,,ლინგვისტ კენგურუ" ინგლისურ ენაში, III-XII კლასელებისათვის.

1. მსოფლიო ,,კენგურუს“ ისტორიაში მეორეკლასელთათვის წელს პირველად ტარ­დება კონკურსი; ის შესანიშნავი და სახალისო ამოცანები, რომლებიც კონ­კურსზე მიეცემათ ჩვენს პატარებს, შექ­მნეს 52 ქვეყნის გამოჩენილმა მათემატიკო­სებ­მა; ვიმედოვნებთ, რომ ეს საერთაშორისო კონკურსი გარკვეულ წვლილს შეიტანს პატარა გოგო-ბიჭების ცნობიერებაში მათემატიკისადმი სიყვარულის გაღვი­ვე­ბაში.

2. გასულ წლებში ბევრ თქვენგანს ჰქონდა ბედნიერება, მონაწილეობა მიეღო ევრო­პა­ში უცხოური ენების ყველაზე პოპულარულ საერთაშო­რი­სო  კონკურსში  ,,ლინგვისტ კენ­გურუ“. საგულისხმოა, რომ ამ კონკურსის ტესტები მხოლოდ ენის ცოდ­ნას არ მოი­­­თხოვენ - ისინი შეიცავენ კით­ხვებს მუსიკოსებზე, მსახიობებზე, სპორტ­სმე­­ნებზე; ასევე, არის კითხვები ისტორიიდან, გეოგრაფიიდან და ლიტერატურიდან; სწორედ ამიტომ ,,ლინგვისტ კენგურუს“ დავალებანი ძალიან  საინტერესო და მიმზი­დველია, ამ შეჯი­ბრში მსოფ­ლი­ოს 30-მდე ქვეყნის მილიონობით მოზარდი დიდი ენთუ­ზი­ა­ზ­მით მონაწი­ლე­­ობს.

კონკურსი ერთ ტურად ტარდება  და გამარჯვებულიც იმავე ტურზე ვლინ­­დება. საგუ­ლისხმოა ისიც, რომ ყველა ქვეყნის მოსწავ­ლე­ებს (ასაკის მიხედვით) ერთი და იგივე ტესტური დავალებანი ეძლე­ვათ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია III – XII კლასების ნების­მიერ მოსწავ­ლეს.

კონკურსში არავინ არის წაგებული: შედეგის მიუხედავად ყოველი მონაწილე იღებს სერტიფიკატს; გათვალისწინებულია საჩუქრები იმათ­თვის, რომლებიც საუ­კე­თესო შედეგებს მიაღწევენ(მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაცულია საჩუქრების გაცემის სტანდარტული ჩარჩო, კერძოდ: კომპიუტერის აქსესუარები, სასწავლო ნივ­თები, მაისურები, კეპები და სხვ.);  ყველაზე მთავარი და საქართველოში ორგანიზე­ბუ­ლი სხვა კონკურსებისაგან განსხვავებული საჩუქარი გახლავთ ის, რომ ,,ლინგვისტ კენგურუში“ საერთაშორისო სტანდარ­ტე­­ბით გამარჯვე­ბულ­ებს  ევროპის  ზაფხულის  ბანაკების  საგზურებით  აჯილდოებენ!

საერთაშორისო კონკუსებში მონაწილეობა ფასიანია.  თითოეულ კონკურსში საწევრო გადასახადი 10 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

ა) საწევრო გადასახადი - 10 ლარი - შეიტანოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 ბანკის რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება:

                        ა(ა)იპ ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია - ბალავარი“

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE40BG0000000617602000

ბ) ბანკში საწევრო შესატანის გადახდის შემდეგ  აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რომე­ლიც შეგიძლიათ შეას­რუ­ლოთ სახლიდან გაუსვლელად - ონ-ლაინ რეჟიმში.

ონ-ლაინ  რეგისტრაცია განხორციელდება 6 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ, რომ  რეგისტრაციის  ვადა  აღარ გახანგრძლივდება!

იჩქარეთ რეგისტრაციის გავლა

 ონ-ლაინ დარეგიტრირება შემდეგნაირად უნდა განახორციელოთ:

შეხვალთ ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე, დააწკაპუნებთ იასამნისფერ ფანჯარაზე ,,კონკურსში რეგისტრაცია"; გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც მოცემუ­ლია პირადი, საკონტაქტო და საბანკო ინფორმაციის შესავსები ველები. ამ ველებში ტექსტური ინფორმაცია უნდა აკრიფოთ ქართული (Sylfaen) შრიფ­ტით.

თუ საჯარო, ანუ სახელმწიფო სკოლაში სწავლობთ, მაშინ ფანჯარაში ,,სკოლის ნომერი ან დასახელება“, აკრეფთ მხოლოდ ნომერს არაბული ციფრებით; თუ კერძო სკოლის მოსწავლე ხართ, მაშინ ზუსტად ჩაწერთ სკოლის დასახელებას;

 ფანჯარაში-,,აირჩიეთ კონკურსი“-დააწკაპუნებთ ისართან, ,,ჩა­მო­იშლება“ რამდენიმე კონკურსის დასახელება; აირჩევთ თქვენთვის სასურ­ველ კონკურსს(მაგალითად, ,,კენგურუ - მათემატიკას“ ან ,,ლინგვისტ კენგურუ - ინგლი­სურ ენას“);

ასევე მოიქცევით ,,კონკურსის შესახებ გავიგე“ ფანჯრის შევსების დროსაც.

ეცადეთ ზუსტად, უშეცდომოდ შეავსოთ ,,საკონტაქტო ინფორმაციის“ ველები (წინა კონკურსზე ბევრმა მონაწილემ სწორედ ამაში დაუშვა შეცდომა); ტელეფონის ნომრების აკრეფისას არ შეიყვანოთ ,,+", ან ( , ) სიმბოლოები; ასევე არ გამოტოვოთ ადგილები ციფრებს შორის. 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ველს - E-mail;  

თქვენი ფოსტის მისამართი აკრიფეთ ზუსტად და პატარა ასოებით!

ველი ,,საბანკო ინფორმაცია“ შეავსეთ ბანკში მიღებული ქვითრის მიხედვით და შემდეგ აუცილებლად შეინახეთ იგი.

ბოლოს, დააწკაპუნეთ ფანჯარაზე ,,რეგისტრაცია“ და მიიღებთ პასუხს: ,,თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია“.

აქვე დაბეჯითებით გთხოვთ, რომ რეგისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ გაიაროთ! თუ რაიმე შეგეშლებათ ჩვენ დაგვიკავშირდით!

25, 26 ან 27 აპრილს თქვენ ამავე საიტზე იხილავთ ცხრილს, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ჩატარდება კონკურსი(მისამართი), ხოლო თბილისელი  მონაწილეები  გაეცნობიან ინფორმა- ციას იმის შესახებაც, შენობის რო­მელ  სართულზე, რომელ ოთახში იქნება მათი სამუშაო ადგილი. რაც უფრო მალე გაივლით რეგისტრაციას, მით უფრო ადრე იხილავთ თქვენს თავს ცხრილში.

თქვენი ვალია, ცხრილში მოცემული ინფორმაცია გადაწეროთ  ქვითარზე(უკანა მხარეს) და სწორედ  ამ  ქვითრით  გამოცხად­დეთ კონკურსზე. ამრიგად, თბილისელმა მონაწილეებმა ქვითარზე უნდა დაწერონ შენობის მისამართი, სართული და ოთახის ნომერი, ხოლო სხვა ქალაქებისა და რაიონების მონაწილეებმა შენობის მისამართი, სადაც ტარდება კონკურსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საშვს არ გამოგიგზავნით, რამეთუ საჭირო ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-საიტზე!

გისურვებთ წარმატებას!

 T.: 233 52 08 // 7 90 88 18 64