viagra for sale
buy cialis online
generic viagra
generic viagra
cheap viagra
generic viagra

ცხელი ამბები

მიმართვა  საერთაშორისო  მათემატიკურ  კონკურს  ,,კენგურუს“ მონაწილეებს

 

ძვირფასო  ბავშვებო!

გილოცავთ  საერთაშორისო  მათემატიკურ  კონკურს  ,,კენგურუში“  მონაწილე­ო­ბას! 

თქვენ  შეუერთდით  მსოფლიოს 60  ქვეყნის 7  მოლიონამდე  თანატოლს  და  მათთან  ერთად  თქვენსავე  ქვეყანაში  გახდით  დიდი მსოფლიო  მათემატიკური მოძრაობის - ,,კენგურუს“ - წევრი,  საშუალება მოგეცათ თქვენი ცოდნა შეადაროთ მათემატიკის  სა­ერთაშორისო სტანდარტებს.

ვიმედოვნებთ, ძალიან  მოგეწონათ  ,,კენგურუს“ ამოცანები და  მათთან  მუშაობამ თქვენში  დადებითი  ემოციები  გამოიწვია, კიდევ  უფრო  მეტად  დარწმუნ­დით, რომ  მათემატიკა ძალიან  საინტერესო და ამავდროულად, სახალისო საგანიც  არის; თუ  ამ მსოფლიო  კონკურსმა და ,,კენგურუს“  საუკეთესო  ამოცანებმა  თქვენში მათემატიკი­სადმი დამა­ტე­ბი­თი დაინტერესება გამოიწვია, ჩვენ, საერთაშორისო კონკურს  ,,კენგუ­რუს“ საქართველოს  ორგანიზატორები, უზომოდ კმაყოფილი ვიქნებით.

რაც შეეხება იმ უმნიშვნელო ხარვეზს, რასაც ზოგიერთი თქვენგანი წააწყდა(კერძოდ,  ერთ-ერთ ამოცანაში B და D პასუხები ერთნაირი იყო, სხვაგან კი ასო არასწორად ეწერა), არ იდარდოთ, თქვენ  არ დაზარალდებით: ეს ამოცანები  ავტომატურად  დადებითად ჩაგეთვლებათ!

და, ბოლოს, ისღა  დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატება!

 ტესტების სწორი პასუხები გამოქვეყნდება 15 აპრილს ჩვენს ვებ-საიტზე, ხოლო შედე-გებს, 30 მაისს იხილავთ.

 საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუს“ საორგანიზაციო კომიტეტი - KSF  Georgia