buy viagra
generic cialis
cialis online
online pharmacy
viagra for sale
generic viagra

ცხელი ამბები

იმ მოსწავლეთა საყურადღებოდ, რომლებსაც გადახდილი ჰქონდათ თანხა და სხვა­დასხვა მიზეზის გამო, ვერ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში:

ძვირფასო მეგობრებო!

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე  მოსწავლემ  გააკეთა ონ-ლაინ დარეგისტრირება, მაგ­რამ მაინც ვერ მიიღო მონაწილეობა კონკურსში. ალბათ, იქედან გამომდინარე, რომ  სას­კოლო საგანმანათლებლო  სივრცეში ეს იყო პირველი ონ-ლაინ დარეგისტრი­რე­ბა, ადგილი ჰქონდა  სხვადასხვა შემთხვევებს, კერძოდ:

1. ბევრმა მოსწავლემ საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი არასწორად ჩა­წე­­რა რეგისტრაციის  შესაბამის  ფანჯარაში და ჩვენ  უკან  დაგვიბრუნდა  უამრავი წერილი, რამაც  უზომოდ  დიდი  პრობ­ლე­მები შეგვ­იქმნა, კერძოდ, მოგ­ვიხდა ბევრ მოს­წავლეს­თან ტელეფონებით გასაუბრე­ბა(ზოგ­ჯერ ტელეფონების ნომრებიც არა­სწორად ეწე­რა!). საბოლოოდ, ზოგიერთს ვერც კი დავუკავშირდით და ზოგიერთს კი დაგვიანებით გა­დავეცით ინფორმაცია; ამან, ასევე,  ­გამოიწვია სხვა დანარჩენ მოს­წავლეებთან  საშვთა  დაგვიანებით გაგზავნა.

2. ბევრ შემთხვევაში სკოლებმა ერთ ფოსტაზე დაარეგისტრირეს თავიანთი მოს­წავლე­ე­ბი, მაგრამ როგორც პირველ პუნქტში აღვნიშნეთ, დაგვიანდა რამდენიმე ფოსტაზე სა­შვთა გაგზავნა და, როგორც აღმოჩნდა, სკოლებმა ვეღარ გააგებინეს მოსწავლეებს კონკურსის ჩატარების მისამართი(მიუ­ხედავად  იმისა, რომ  4 ადამი­ა­ნი  თავდაუზოგავად მუშაობდა საშვთა გაგზავნის საქ­მე­ზე,  ეს პროცესი 24 მარ­ტის 17 საათის ნაცვლად, ღამის 12 საათ­ზე დამთა­ვრდა.

ამ სიტუაციიდან არის შემდეგი გამოსავალი:

1) ჩვენ უახლოეს მომავალში ვატარებთ ევრო  ინტეგრაციის  ფონდის SIGMA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსს ინგლისურ ენაში ,,ლინგვისტ კენგურუს“ და  თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში (,,კენგურუზე“ გადახდილი  თანხა ,,ლინგვისტ კენგურუზე“  ჩა­გეთ­ვლებათ);

2)ერთი კვირის განმავლობაში დავადგენთ მიზეზს და თუ  ჩვენგან გამოწვეული ტექ­ნიკური მიზეზის გამო ვერ მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, თანხა უკან დაგიბრუნ­დე­ბათ.

 საერთაშორისო მათემატიკურ კონკურს ,,კენგურუს“ საორგანიზაციო კომიტეტი - KSF  Georgia